ავარია მეგობრობის გამზირზე [photo]

2018-05-07 22:10:19

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე. გზაჯვარედინზე ერთმანეთს "მერსედესი"-ს და "ფოლცვაგენი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ერთერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებდა რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარი მოუწესრიგებელია რის გამოც რთულია გადაადგილება. შეგახსენებთ რომ ფალიაშვილის და კლდიაშვილის ქუჩაზე ორმული სამუშაოები მიმდინარობს, რის გამოც გზის საფარის დაზიანებული ფრაგმენტები ამოჭრილია.