როგორ აღნიშნავს 26 მაისს რუსთავი

2018-05-06 18:46:06

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთავში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმება. ქალაქი გაფორმდება საქართველოს დროშებითა და პოლიგრაფიული მასალით.

ძირითადი ღონისძიებები კი რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გამიართება. კერძოდ, პარკის ჩასასვლელთან (პირამიდის მიმდებარედ) განლაგდება სამხედრო ტექნიკა, პირამიდა კი  გაფორმებული იქნება საქართველოს დროშისა და 26 მაისის თემასთან დაკავშირებული ფრაგმენტებით.

პარკის შესასვლელში განთავსდება სტენდი, რომელზეც დატანილი იქნება პარკის ტერიტორია მონიშვნებით თუ სად რა აქტივობა იმართება შესაბამისი დროის მითითებით.

26 მაისს რუსთაველებისთვის ჩატარდება როგორც სპორტული აქტივობები, ისე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, იგეგემება ყვავილების ფესტივალის, რუსთაველი ფოტოგრაფებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენის, ფოლკოლრული და ქორეოგრაფიული კონცერტების და სხვა ღონისძიებების გამართვა.

საღამოს კი რუსთაველების წინაშე ქართული ბენდები, პატარა თუთარჩელა, გროს ოქტეტი და DJ გიგა პაპასკირი წარსდგება.

სრული განრიგი:
13:00 სთ - სპორტული ღონისძიებები:
1.    მინი სტადიონები და სკეიტ პარკი - სპორტული აქტივობები:
•    სკეიტერების შეჯიბრი 20 დან 30 მდე მონაწილე (შეიძლება მოეწყოს ჰიპ - ჰოპის  და ბრეიკის მოცეკვავეების ფლეშმობები.
•    ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ითამაშოს ფრენბურთი და კალათბურთი ე.წ. ნაკიდკებით, რომელიც გაფორმებული იქნება საქართველოს დროშის ატრიბუტიკით და რუსთავის საიუბილეო ლოგოთი
13:30 გამოფენები - ტბის ნაპირთან არსებული აივანი:
•    ფოტო გამოფენა - „დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე“ - მაისის თვეში გამოცხადდება კონკურსი რომლის ფარგლებშიც თითოეულ პრეტენდენტი წარმოადგენს 5 ფოტოს. 26 მაისს კი გამოიფინება ხუთი საუკეთესო ავტორის ფოტო ნამუშევარი. ფოტოგრაფებს გადაეცემათ საჩუქრები
•    რუსთაველი მხატვრების გამოფენა
•    „რუსთაველია და გავიცნოთ“ -  რუსთაველი ხელოვანების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა
•    ყვავილების ფესტივალი - რუსთავში მოქმედი ყვავილების სალონების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა
14:00სთ - საბავშო ღონისძიებები:
საბავშვო სივრცე - ბავშვთა გასართობ მოედანთან არსებული მინდორი:
•    გასართობი პროგრამა - 4 ანიმატორი (მულტიპლიკაციური გმირები)
•    სახის მომხატველები
•    ბუშტებით ფიგურების დამზადება
14:00სთ - ლარპი (live action role play)
საბრძოლო არენა (დარბილებული) ხმლებით და ფარებით. ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა არენაში. ჩატარდება ტურნირი ერთ-ერთზე და სამი-სამზე.  გამოყენებული შეიარაღება - 10 ხმალი, 6 ფარი და ტაბარდები (ნაკიტკები). შეიძლება გამოვიყენოთ მშვილდები და შუბები.
სასკოლო თვითმმართველობების სივრცე:
•    წიგნების კუთხე - წიგნის მაღაზიებთან “ბიბლუსი” და “ლიბრა”  გამოფენენ და გაყიდიან თავიანთ პროდუქციას  საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე.
•    ჭადრაკი - მომზადებულს დავახვედრებთ ოთხ მაგიდას, რომლებზეც განთავსებული იქნება ჭადრაკის დაფა და ჩემპიონატის სახესაც მიიღებს
•    “გააღიმე ორცხობილით” - ჩვენს მიერ შერჩეული 5 მზარეული მოვა თავისი პროდუქციით, ძირითადად ტკბილეული და აღნიშნულ სივრცეში გაყიდის ნამცხვრებს და ა.შ. (მათთვის მხოლოდ დახლებია საჭირო დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ)
•    რა? სად? როდის? ჩემპიონატი ადგილზევე -  კითხვები საქართველოს ისტორიიდან
ფლეშმობები
13:00 სთ - პირამიდის მიმდებარედ ფლეშმობი
15:00 სთ - სკეიტერები - ჰიპ ჰოპ ფლეშმობი
(მოზაიკა)
16:00 სთ - ტამტამ შოუ + ფოლკი (ფლეშმობი)
16:30 სთ - ორკესტრი + ტანგო (ფლეშმობი)
ამფითეატრი:
17:00 სთ - ფოლკლორული კონცერტი

ანსამბლები მე რუსთველი, ქორეოგრაფიული ანსამბლი სალხინო (1 სთ)
პარკში არსებული ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია - 1918 წლის სივრცე
მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ სივრცეში იმოძრავებენ 1918 წლის პერიოდის სამოსში გამოწყობილი მსახიობები
განლაგებული იქნება ფოტო სტენდები და სხვადასხვა ინვენტარი ფოტო გადაღებისთვის
18:15 სთ - საზეიმო სიტყვა (ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი,)
ცენტრალური სცენა - 19:45 სთ -საზეიმო გახსნა (ფლეშმობი) (30 მოცეკვავე, სამხედროები, 100 ბავშვი შეასრულებს საქართველოს ჰიმნს, 20 მტრედი)
20:00 სთ -კონცერტი
კონცერტი საღამოს ნაწილი - ბენდი - besides, პატარა თუთარჩელა, გროს ოქტეტი,  2 ბენდი (მუსიკოსების შემადგენლობა დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შეხვედრის შემდეგ)
DJ - გიგა პაპასკირი
.