რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა

2018-05-07 17:55:43

კოსტავას გამზირზე არასწორად პარკირებული რამდენიმე ავტომობილის მფლობელი, პატრულმა დააჯარიმა.

საუბარია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც პარკირების ზოლს მიღმა იყო გაჩერებული.

ადმინისტრაციული ჯარიმა ავტომობილების არასწორი პარკირებისთვის 10 ლარია.

შეგახსენებთ,რომ  კოსტავას გამზირზე ავტომანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე ადგილები მოწყო, მძღოლები კი რომლებიც ავტომობილს პარკირების ზოლს მიღმა გააჩერებენ დაჯარიმდებიან.

პატრული არასწორად გაჩერებული მანქანების მძღოლებს, საზოგადოებრივი წესრიგისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით აჯარიმებენ.