რუსთავში 4 საშაურმე დაჯარიმდა

2018-05-08 17:22:00

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსთავში 4 საშაურმე დააჯარიმა.
სხვადასხვა დარღვევის გამო შემდეგი საშაურმეები დაჯარიმდა:

საშაურმე - ლეონიძის და მესხიშვილის ქ-ბის ჩრდილოეთის მიმდებარე ტერიტორია - მუხლი 67 - სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს - ჯარიმა 200 ლარი.

საშაურმე მესხიშვილის ქ. #14-2 - მუხლი 67 სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს - ჯარიმა 200 ლარი.

საშაურმე - მე-16 მკ-ნი. მუხლი 67 სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს  - ჯარიმა 200 ლარი.

საშაურმე ლომოურის ქუჩის მ/ტ (სასტუმროს წინ მდებარე შენობის 1 სართული) მუხლი 64 ნაწილი 1 (მცირე ბიზნესოპერატორი) პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის  გარეშე - ჯარიმა 100 ლარი.

აღნიშნული საშაურმეები სეს-მა 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს.