ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ბოკერიას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი ამ დროისთვის უკვე პალატაშია გადაყვანილი და ის სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს. 11 წლის გოგონას კლინიკაში ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილი დედას და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა. დაშავებულ 11 წლის გოგონას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია,თუმცა მეორე დღეს მოზარდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწარაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.