2 გარდაცვლილი და 17 დაშავებული

2018-05-07 10:48:09

2 გარდაცვლილი და 17 დაშავებული, ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე მოხდა. "მერსედესი"-ს მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამობრუნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებულები მარნეულის და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "გამოძიება 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."