რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ღონისძიება გაიმართა.
ქალაქში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები, დამსწრე საზოგადოების წინაშე საანგარიშო კონცეტრით წარსდგნენ. ღონისძიების მონაწილეებს დღევანდელი დღისთვის რამდენიმე შემოქმედებითი ნომერი ჰქონდათ მომზადებული, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ :
სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხალიბი", მუსიკალური სტუდია "ნამი", ხელოვნების კოლეჯთან არსებული ბავშვთა მუსიკალური სტუდია, თანამედროვე სამეჯილისო და სპორტული ცეკვების სტუდია "ცხელი შოკოლადი", ბავშვთა საესტრადო ანსამბლი "აკორდი", "სიმღერის სკოლა", ანსამბლი "მიგრიაულთა"
კონცერტი, რომელიც ხელოვნების ჯოლეჯის მიერაა ორგანიზებული ტრადიციულია და ის ყოველ წელს ტარდება.