ძებნაში მყოფმა პატიმარმა ოჯახი შექმნა (ვიდეო).

2016-10-24 21:34:09

რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაქცეულმა პატიმარმა, მიმალვაში ყოფნის პერიოდში ცოლი მოიყვანა. სამართალდამცავებმა ის სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ერთ-ერთ რესტორანში დაოჯახებას აღნიშვნავდა. ინფორმაციას მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ადასტურებს. „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა ოთარ ვარამაშვილის დედამაც, იგი იმედოვნებს რომ მის შვილს თავისუფლების აღკვეთის უკიდურეს ვადას არ შეუფარდებენ. გაქცეული პატიმრის მორიგი სასამართლო პროცესი 7 ნოემბერს გაიმართება. პატიმრის ადვოკატის ვარაუდით ოთარ ვარამაშვილის დაოჯახება შესაძლოა სასამართლომ დადებით გარემოებამ ჩათვალოს და მას თავისუფლების აღკვეთის უკიდურესი ვადა არ შეუფარდოს.