წყლის მიწოდების შეზღუდვა

2018-05-04 19:15:16

ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დავასრულეთ.

ლეონიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 1კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა. ახალ ქსელზე, ევროსტანდარტის შესაბამისი 14 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. პროექტში 350 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოებს დღეს საღამოს განვახორციელებთ. ნაკლები დისკომფორტის მიზნით, სამუშაეობის ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. სამუშაოების მიმდინარეობის დროს ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 21:00 საათიდან, ხვალ, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ლეონიძის ქუჩას, მესხიშვილის მე-3 გასასვლელს და მე-14 მიკრორაიონის ნაწილს. ®