ინფრასტრუქტურული სამუშაოები მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, წმ.ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარედ არსებული სკვერის შესასვლელთან, რკინის ბოძკინტები მონტაჟდება. აღნიშნულ მონაკვეთზე სადაც რუსთაველებისთვის მინი სკვერი მოეწყო, ავტომანქანები გადაადგილდებოდნენ რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილობრივები, უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.