რა დატვირთვა ექნება გალიას

2018-04-03 19:21:17

სიახლე ხელოვნებით დაინტერესებული პირებისთვის.

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე შესაძლოა საგამოფენო სივრცე მოეწყოს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ადგილი უკვე შერჩეულია. გალია, რომელშიც ადრე ცხოველები ბინადრობდნენ ახლ დატვირთვას შეიძენს. საგამოფენო სივრცის მოწყობა სწორედ გალიაში იგეგმება. მიმდებარედ კი შესაძლოა მხატვრებისთვის სახელოსნოც გაკეთდეს.