ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

2018-05-03 14:39:50

მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები  20 მაისს დაიწყება.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის:

- 20 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული როგორც მეორე ენა, გეოგრაფია;

- 21 მაისი - უცხოური ენები, ბიოლოგია;

- 22 მაისი - ისტორია, ფიზიკა;

- 23 მაისი - მათემატიკა, ფიზიკა;

- 24 მაისი - ქიმია.