რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ თემაზე “ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლი დანაშაულის პრევენციაში“ შეხვედრა გამართა, რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სიდას“ და წამების მსხვრეპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და დახმარების ცენტრის (GCRT) წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, ასევე ისაუბრეს მოზარდთა რთული ქცევის გამომწვევ მიზეზებსა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე.
შეხვედრა გაიმართა პროექტის “დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც “სიდა“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრსა (GCRT) და ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.