"რუსთავი" vs "ლოკომოტივი"

2018-05-02 23:23:26

მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე ერთმანეთს რუსთავის "რუსთავი" და თბილისის "ლოკომოტივი დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ დაძაბულად და მაღალ ტემპში წარიმართა. ანგარიში რუსთაველებმა მე-3 წუთზე გახსნეს, მაქაცარიას მირე ჩაწოდებული ბურთი ბელა მიქელთაძემ შესანიშნავად გამოიყენა და გოლი გაიტანა. მთელი თამაშის განმავლობაში იყო რამდენიმე საგოლე მომენტი როგორც "რუსთავის" "ასევე "ლოკომოტივის" მხრიდან თუმცა უშედეგოდ.

თამაშის ძირითადი დრო და დამატებითი 3 წუთი ისე ამოიწურა რომ მეორე გოლი არ გასულა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 1:0 რუსტავის სასარგებლოდ დაფიქსირდა. ამით რუსთაველებმა პირველ წრეზე გამოსვლა დაასრულეს და 14 ქულით მე-5 ადგილზე გადავიდნენ.