რას მალავს რამაზ ბუდაღაშვილი

2018-05-02 20:04:03

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გარდაბნის მერიას საჯარო ინფორმაციის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის  სასამართლოში უჩივის.

"ინფო რუსთავმა" გარდაბნის მერიას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, წერილობით 2018 წლის 20 მარტს მიმართა, საინფორმაციო სააგენტო წერილის მიხედვით, მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებული საწვავისა და მობილური კავშირგაბმულობის ხარჯების შესახებ ინფორმაციას, ასევე საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით და გარდაბნის მერის და მისი მოადგილეების სამსახუროებრივი სარგოს და პრემია დანამატების შესახებ ითხოვდა, რომელიც მათ 2017 წელს მიიღეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ნორმები, რისთვისაც საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი გარდაბნის მერიას სასამართლოში უჩივის.

სარჩელის მომზადებაში "ინფო რუსთავს" საიას რუსთავის ორგანიზაცია დაეხმარა.