შესაძლოა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება.
ჯერ-ჯერობით უცნობია როდის მიენიჭება სახელი აღნიშნულ მონაკვეთს, საკითხი საკრებულოს სხდომაზე უნდა გაიტანონ სადაც მოხდება მისი დამტკიცება. ასევე უცნობია თუ როდის მოხდება საკრებულოში პროექტის ინიცირება. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ასევე იგეგმება რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭება.