საპრემიერო ჩვენება #16 საჯარო სკოლაში

2018-05-02 17:37:08

რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის #16 საჯარო სკოლაში  ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის ექვთიმე ღვთისკაცის  ჩვენება გაიმართა.

ფილმმა დამსწრე საზოგადოების  დიდი მოწონება და ემოციები დაიმსახურა. საპრემიერო ჩვენება სკოლის დირექტორის ირინა მელქაძის ინიციატივით მოეწყო, რომელსაც პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

"დღეს ჩვენ სკოლაში გაიმართა ფილმის ჩვენება ექვთიმე ღვთისკაცი, რომელსაც ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ. ფილმის ჩვენება ინიცირებული იყო ქალაქის საკრებულოს სხდომაზე სადაც ჩვენი სკოლის სახელობის საკითხი იხილებოდა,  დეპუტატმა ზვიად დოლიძემ ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სკოლას მოუწყო ჩვენება. თითიეულმა მაყურებელმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ექვთიმესკენ და შეიგრძნო ის ღირებულება რასაც ერთეულნი ატარებენ. მე-16 სკოლა უერთდება ექვთიმეს ლაშქარს. სკოლა მადლობას უხდის ჯგუფს და უსურვებს წარმატებას" - განაცხადა #16 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძემ.

ჩვენების შემდეგ ფილმის სცენარისტთან ლაშა კანკავასთან შეხვედრაც გაიმართა სადაც "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს შესახებ ისაუბრეს.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს - ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.