რა ღირს აბიტურიენტების მომზადება რუსთავში

2018-04-02 16:55:06

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებსთან ერთად აქტუალური ხდება რეპეტიტორებთან მომზადების საკითხიც.

აბიტურიენტთა უმრავლესობა  უმაღლესი განათლების მისაღებად,გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან მომზადებას არჩევს. ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გამოცდებისთვის კერძო პედაგოგთან მომზადებას სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული ფასი აქვს.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რა ღირს აბიტურიენტების მომზადება რუსთავში.

როგორც რეპეტიტორები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, ქართულ ენაში მომზადება საშუალოდ 600-დან 700$-მდე ღირს (მთლიანი პერიოდი; დღევანდელი კურსით ლარში: 1473-დან- 1718ლ) , ზოგად უნარებში მომზადება 400$ (982ლ)-დან იწყება, უცხო ენის გამოცდის ჩასაბარებლად კერძო პედაგოგთან მომზადება კი საშუალოდ 600$ (1473ლ)  ჯდება.

რაც შეეხება მეოთხე არჩევით საგანს, მათემატიკაში მომზადების საფასური საშუალოდ 700$ (1718ლ) -ია, ისტორიაში, გეოგრაფიაში და სხვა საგნებში კი 700 ლარი.

ოთხივე საგანში: სამ სავალდებულო და ერთ არჩევით საგანში, რეპეტიტორებთან მომზადება აღნიშნული თანხების გათვალისწინებით რუსთაველ აბიტურიენტს საშუალოდ 4628 ლარი უჯდება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე