ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში რუსთავის 6 საჯარო სკოლა მოხვდა.
ესენია: #21, #16, #2, #13, #6 და #5 საჯარო სკოლა.
საგანმანათლებლო პროექტის ფინალში ვერ გადავიდნენ რუსთავის #18, #12, #20, #17, #10, #8, #25, #15, #4, და #7 საჯარო სკოლის გუნდები.
როგორც ინფო რუსთავს ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პროექტის დასკვნით ნაწილში 73 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ითამაშებს. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" ფინალური თამაში სავარაუდოდ 20 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ,რომ ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 26 აპრილს ერთდროულად გაიმართა. მასში მონაწილეობისათვის 374 საჯარო და კერძო სკოლა იყო რეგისტრირებული და თამაშზე 328 გუნდი გამოცხადდა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო.
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი "რა? სად? როდის?" უძღვება.