რუსთავში მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა. ამჯერად ნერგები კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში დარგეს. აქციაში რუთავის მე-17 და მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამწვანების აქციას შეუერთდნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძეც. ტერიტორიაზე 100 ძირი პაულონია დაირგო.
გამწვანების აქციებს ქალაქის მასშტაბით ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.
ავტორი: ირმა კურტანიძე