სუს-მა საჯარო მოხელე დააკავა

2018-05-02 15:23:12

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

დაკავების შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერი ადასტურებს.

"რამდენიმე საათის წინ გავიგეთ, რომ ანტიკორუფციულმა ჩვენი თანამშრომელი დააკავა. ყველაფერი ალბათ გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი"- განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.