რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის მონიშვნები მიმდინარეობს.
საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მესხიშვილის ქუჩაზე ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელი იხაზება. აღნიშნული ქვეითად მოსიარულეებისთვის ზებრა გადასასვლელით სარგებლობას ითვალისწინებს, მძღოლებს კი ავალდებულებს, რომ გზა დაუთმონ ქვეითებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლები აწარმოებენ.