ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-05-01 21:53:45

რუსთავის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 მაისს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება 8 586 აბონენტს რუსთავში. 

შეზღუდვა შეეხება: მარის არხის დასახლებას, მშენებელთა ქუჩას,ტაბიძის ქუჩას, გაგარინის ქუჩას,შეზღუდვა შეეხება ასევე პუშკინი ქუჩას, ე.წ. სტამბულის ბაზარს,  ქუჩიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.