სოციალური აქცია რუსთავში.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები და სპეციალური ინვენტარი გადასცეს. შშმ პირებს სამედიცინო ეტლები სახლში პირადად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მიუტანეს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ სამი რუსთაველიდან ერთ-ერთი, ვისთანაც დღეს ირაკლი ტაბაღუამ სამედიცინო ეტლი მიიტანა, ოცდაათ წელზე მეტია სახლიდან არ გამოსულა.
სოციალური აქცია რუსთავის მერიის და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდის" ორგანიზებით მოეწყო. შშმ პირთათვის მსგავსი სოციალური აქციები რუსთავში პერმანენტულად იმართება.