მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-04-30 22:26:33

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 – 2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 1 - 2 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი, 1 მაისს გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 1 – 2 მაისს +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, დღისით კი 1 – 2 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 1 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, 2 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 მაისი +23°C, 2 მაისი +25°C, 3 მაისი +27°C, 4 მაისი +29°C.