რუსთავში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა. ქალაქის ცენტრალურ
ბიბლიოთეკაში რუსთავის ბიბლიოთეკის 70 წლის იუბილე და ბიბლიოთეკარების პროფესიული დღე აღინიშნა.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ბიბლითეკის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
საბიბლიოთეკო კვირეული 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.