რუსთავში კრივის ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა [photo]

2018-04-30 15:35:55

კრივის  ეროვნული ჩემპიონატის  გახსნას რუსთავმა უმასპინძლა. გახსნის ცერემონიალს გუბერნატორი, ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე, სიმბოლურად საქართველოს დროშა რუსთაველმა სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა გურულმა აღმართა.
ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქიდან 1978-1999 წლებში დაბადებულ 60-მდე მოკრივეს მასპინძლობს. რუსთავის გუნდი სხვადასხვა წონის კატეგორიაში ხუთი მოკრივით არის დაკონპლექტებული.
ჩემპიონატი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 3 მაისს ფინალური ორთაბრძოლით დაიხურება.
ეროვნული ჩემპიონატი კრივში მერიის მხარდაჭერით იმართება.