პროკურატურის ახალი ოფისი იხსნება

2018-04-29 23:27:16

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის პროკურატურა ახალ მისამართზე გადადის გაჩნდა კითხვა ხომ არ იგეგმება ძველი შენობის კერძო ინვესტორზე გაყიდვა. "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია რამდენიმე თანამდებობის პირთან გადაამოწმა, ობიექტის ბედზე ოფიციალურად ჯერჯერობით არცერთი უწყება არ საუბრობს. არაოფიციალური ინფორმაციით კი პროკურატურის ყოფილ შენობაში სავარაუდოდ ზედამხედველობის და რუსთავსერვის ცენტრის სამსახურები განთავსდება.

ქვემო ქართლის პროკურატურა უახლოეს პერიოდში ახალ ოფისში გადავა. ობიექტზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ევროსტანდარტების შესაბამისი დაწესებულების გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება.