დასაფლავების ფასები რუსთავში

2018-04-29 23:20:37

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ორი სასაფრაოა მუნიციპალური და კერძო.

რა ღირს კერძო სასაფლაოზე 1 კვ.მ. დასაფლავებისთვის საჭირო მიწის ფასი აქ 1 კვ.მ ზე არ განისაზღვრება. ფასები ადგილების მიხედვით არის. ორადგილიანის ღირებულება 1 400 ლარით არის განსაზღვრული, ოთხადგილიანის კი 1 800 ლარი ღირს. აღნიშნულ თანხაში შედის სასაფლაოს ბეტონით მოწყობა და მაგიდის განთავსება.

რაც შეეხება მუნიციპალურ სასაფლაოზე მიწის ფასს - დასაფლავებისთვის საჭირო მიწებზე, ფასები განსხვავებულია. კერძოდ: ერთი გარდაცვლილის დაკრძალვა 60 ლარი ღირს. ლიმიტირებულია მიწის შეძენაც, მოქალაქეს, მიცვალებულისთვის განკუთვნილი მაქსიმუმ 4 ადგილის შეძენა შეუძლია. თითო ადგილის ღირებულება კი 50 ლარია. გარდაცვალების რეგისტრაციის ღირებულება 10 ლარს შეადგენს.

შესაბამისად არჩევანი ჭირისუფალის ფინანსურ შესაძლებლობებაზეა დამოკიდებული.