ავარია რუსთავი - თბილისის მაგისტრალზე.
ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომანქანა ფიგურირებდა. მონაკვეთზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდული იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. ამ მომენტისთვის მაგისტრალზე საავტომობილო საცობი აღარ არის. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.