რუსთავში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ,,გაზაფხულის რიტმები 2018”-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფესტივალში როგორც ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე მსოფლიოს 7 ქვეყნიდან მოწვეული მოცეკვავეებიც მონაწილეობდნენ.
„გაზაფხულის რიტმები 2018“ დღეს დილით ცენტრალური პარკიდან მერიის მოედნის მიმართულებით გამართული აღლუმით დაიწყო და მთავარ მოედანზე დასკვნითი კონცერტით დაიხურა. ფესტივალში მონაწილე დელეგაციებს პირადად გაეცნო რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და “არტ ფოლკის”ორგანიზებით, ასევე რუსთავის მერიის, ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაციიის (EAFF), იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს(CID), გაზეთ “საქართველოს ქორეოგრაფების”, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების ინსტიტუტისა და ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. ნახეთ ვიდეო
ავტორი: ირმა კურტანიძე