გაქურდულია "ფორდის" მარკის მანქანა [photo]

2018-04-29 11:39:07

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ქურდობა მოხდა. საცხოვრებელ კორპუსთან, ეზოში გაჩერებული "ფორდის" მარკის ავტომობილი მეპატრონეს დილით გაქურდული დახვდა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, არსებული ინფორმაციით ავტომობილიდან დამნაშავეებმა მაგნიტოფონი და მონიტორი მოიპარეს.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს რომ ფაქტზე მხილებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, გამოძიება სისხლის სამართლის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.