ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით გაჩერებულ "ჰიუნდაი"-ს მარკის ავტომობილს "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.