შემთხვევა მეგობრობის გამზირზე

2018-04-28 19:39:34

რუსთავში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

შემთხვევა მეგობრობის გამზირზე, კონკრეტულად კი გაზ გასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის ერთერთ მთავარ ქუჩაზე გადაადგილდებოდა რა დროსაც მან გამვლელების თვალწინ ბასრი საგნით თვითდაზიანებები მიიყენა. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა სადაც პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.