ჩემპიონატი რუსთავში გაიმართება

2018-04-27 18:08:58

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კრივში რუსთავში გაიმართება.

ჩემპიონატი 30 აპრილს 13:30 საათზე საზეიმო ცერემონიალით გაიხსნება და 3 მაისს დაიხურება."ქალაქი ემზადება  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის, რუსთავის გუნდი სხვადასხვა წონის კატეგორიაში ხუთი მოკრივით არის დაკონპლექტებული და იმედი გვაქვს ისინი ასპარეზობას გამარჯვებით დაასრულებენ. საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქიდან ჯამში 60-მდე მოკრივე მიიღებს მონაწილეობას"- განაცხადა საკრებულოსთან არსებული კულტურის და სპორტის დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელმა ბონდო მამუკაშვილმა

ეროვნული ჩემპიონატი კრივში მერიის მხარდაჭერით გაიმართება.