რეგისტრაციის I ეტაპი დღეს დასრულდა

2018-04-27 17:35:34

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 10 აპრილს დაიწყო და დღეს, 27 აპრილს დასრულდა.

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი სკოლაში 30 აპრილიდან - 7 მაისის ჩათვლით
განხორციელდება.

დოკუმენტების ჩამონათვალი რომლის წარდგენაც სკოლაში აუცილებელია:


1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება აუცილებელი ინფორმაციის მითითებით.

2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

3.ფოტოსურათი

4. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

შეგახსენებთ, რომ I ეტაპზე რეგისტრირდებოდნენ ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს იმ სკოლაში,სადაც პირველკლასელი მიდის, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.