2017 წელს დაწყებული პროექტი წელს დასრულდება

2018-04-27 14:12:44

რუსთავში კოსტავას #18 ბინის ეზოში უახლოეს პერიოდში ბავშვთა სათამაშო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

გასულ წელს დაწებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც კოსტავაზე სპორტული მოედნის მოწყობას ითვალისწინებდა, წელს, რამდენიმე დღეში დასრულდება.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ შესრულდა. სამშენებლო კომპანიის მიმართ კი მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.

სპორტული მოედანი, ფეხბურთისა და კალათბურთისთვისაა განკუთვნილი. რუთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, წელს ქალაქის მასშტაბით, 8 ბავშვთა სათამაშო მოედანი გაკეთდება. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან უკვე გაფორმდა.

სამშენებლო კომპანია ვალდებულია  მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყოს.

აღნიშნული სპორტული მოედნების მოსაწყობად, თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.