გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.
28 – 29 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 27 აპრილს უნალექო ამინდი იქნება. 28 – 29 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 26 - 29 აპრილს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26 აპრილი +26°C, 27 აპრილი +26°C, 28 აპრილი +26°C, 29 აპრილი +23°C.