სამქულიანების შოუ [video]

2018-04-26 22:18:22

რუსთავის საკალათბურთო დარბაზში, რუსთავის "რუსთავმა" თბილისის "მგზავრებს" უმასპინძლა. რუსთაველები სტუმრებს აშკარა უპირატესობით ეთამაშებოდნენ. რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 117:97 დააფიქსირა.

აღსანიშნავია რომ თამაში საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, საინტერესო იყო ისიც რომ კალათბურთელები ანგარიშის გაზრდას სამქულიანებით ცდილობდნენ. საბოლოოდ რუსთაველებმა 19 სამქულიანი ჩააგდეს, აქედან 7-ის ავტორი რევაზ ჩაჩანიძეა. ნახეთ ვიდეო.