როტარი კლუბი რუსთავი საერთაშორისოს ინიციატივითა და მერიის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით, რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის როტარი კლუბის წევრებმა, მოხალისეებმა და დღის ცენტრის აღსაზრდელებმა შენობის კედლები ძირითადად ყვავილებით მოხატეს.
აქტივობას რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.