შეხვედრა რუსთავში გაიმართა

2018-04-26 13:47:48

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა რუსთავში, მერიასთან ერთად ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გამართეს.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, ზვიად ქილიძემ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობის და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე მოეწყო მასტერკლასი თემაზე- მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა.