რომელ ღონისძიებებს უმასპინძლებს რუსთავი

2018-04-27 17:19:48

რუსთავში CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიების ჩატარება იგეგემება.

კერძოდ, "ინფო რუსთავისთვის" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რუსთავში 2018 წელს შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

1. ფერების ფესტივალი
2. SOU ფესტივალი
3. კამერული ორკესტრის კონცერტი
4. Artarea ფესტივალი
5. The Chemical Brothers-ის კონცერტი

ადმინისტრაციის ცნობით, კამერული ორკესტრის კონცერტი 4 მაისს ჩატარდება, The Chemical Brothers კი რუსთავს 1 სექტემბერს ეწვევა. დანარჩენი ღონისძიების თარიღები ამ ეტაპისთვის განსაზღვრული არ არის.

ავტორი: ირმა კურტანიძე