გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 26 - 27 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 25 აპრილს საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 26 და 27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25 აპრილს +20, +22 გრადუსი იქნება, ხოლო 26 - 27 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 აპრილი +21°C, 26 აპრილი +26°C, 27 აპრილი +25°C, 28 აპრილი +25°C.