ძლიერი ხანძარი გარდაბანში. სოფელ თაზაქენდში ჰუსეინოვების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.
ხანძარი შენობას უცებ მოედო, შედეგად ჰუსეინოვების საცხოვრებელ სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები განადგურდა. ოჯახის წევრებმა სახლიდან მხოლოდ პირადი ნივთების გამოტანა მოახერხეს. ნახეთ ვიდეო
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტროსადენი გახდა, რის შედეგადაც 160 კვ.მ მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავისა და გარდაბნის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
როგორც გარდაბნის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხდა. მანუჩარ მარგიანის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია და არანაირი საფრთხე არ არსებობს იმის რომ ცეცხლი გავრცელდეს.
შემთხვევის ადგილზე გარდაბნის მერიის არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. დაეხმარება თუ არა მუნიციპალიტეტის მერია ჰუსეინოვების ოჯახს უცნობია.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, მანუჩარ მარგიანი აცხადებს, რომ ხანძრის კერა საცხოვრებელი სახლის სახურავზე იყო აღმოჩენილი და სავარაუდოდ ცეცხლი ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა.