რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში ჟოლობები იცვლება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები ამორტიზებულ წყლის საწრეტ მილებს ახლით მეგობრობის #19-ში ცვლიან. ანალოგიური სამუშაოები ხორციელდება მე-12 მიკრორაიონის #6,36 კორპუსებში ასევე მე-17 მიკრორაიონის #10, ლეონიძის #14, კლდიაშვილის #17 და ფალიაშვილის #6 ბინებში
რუსთავის კორპუსის სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ლაბაძის ინფორმაციით, პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულების 80% ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 20%-ს ამხანაგობა იხდის.
რუსთავის კორპუსში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ რომ დაზიანებული ჟოლობების და წყლის საწრეტი მილების შეცვლა საცხოვრებელ კორპუსებში ეტაპობრივად მოხდება.