"რუსთავსერვის ცენტრი" ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერებს ეტაპობრივად განათავსებს.
პროცესი კოსტავას გამზირიდან დაიწყო, სადაც 16 ერთეული ურნა დაიდგა.
პლასტმასის 1 100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერი, კონსტრუქციულად დასუფთავების მანქანების შესაბამისია.
როგორც სამსახურის უფროსი გიორგი გოროზია აცხადებს, ძველი ლითონის კონტეინერები, ქალაქის პერიფერიებში განთავსდება. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა რუსთავსერვის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტი მაისი თვეში დამატებით კიდევ რამდენიმე ათეულ ურნას შეიძენს.
დასუფთავების მანქანებს მყარი ნარჩენები ქალაქის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში 2–ჯერ გააქვთ.