"ქარი მწყურია მე პირდაპირი"

2018-04-23 22:12:17

წიგნის საერთაშორისო დღე რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრს მურმან ჯინორია სპექტაკლით "ქარი მწყურია მე პირდაპირი" სტუმრობდა.

მსახიობმა ქართველი კლასიკოსების, გალაქტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსები წაიკითხა. მურმან ჯინორია ასევე პასუხობდა იმ კითხვებს რომელიც მის მოსასმენად მისულმა მაყურებელმა დაუსვა.

სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, დარბაზში იმყოფებოდა ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები.