ჭანტურიების ოჯახი პროკურატურისგან განმარტებებს ითხოვს

2018-04-23 19:32:38

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი დღეს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფებოდა.

ზურაბ ჭანტურია და მისი შვილი, მარიამ ჭანტურია პროკურატურისგან ახსნა-განმარტებას თავის კუთვნილ ავტომობილში დამონტაჟებულ მოსასმენ აპარატურაზე ითხოვს. გარდა ამისა, როგორც ზურაბ ჭანტურია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ეჭვი აქვს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსასმენი აპარატურა მის ავტომობილშიც  იყო დამონტაჟებული.

ზურაბ ჭანტურიამ დღესვე საპატრულო პოლიციაში მასზე დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა. საუბარია, სანომრე ნიშნის გარეშე მანქანის მართვაზე, რის გამოც ჭანტურიას ჯარიმა გამოუწერეს და ავტომობილი სადგომზე გადაიყვანეს. გიორგი ჭანტურიას მამა მიიჩნევს, რომ სანომრე ნიშნები შეგნებულად მოპარეს და  ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანისას მოსასმენი აპარატურის დამონტაჟი განახორციელეს.

ჭანტურიების ადვოკატის, ანი კეკენაძის ინფორმაციით, ოჯახი საქართველოს საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს და საქმესთან დაკავშირებით სამომავლოდ ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.