რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იყო თემა-„ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები“
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წამრომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა,
საჯარო დისკუსიაზე 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის ივლისში, გლობალურ სამიტზე წარადგენს.