გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 24 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 აპრილი +21°C, 24 აპრილი +22°C, 25 აპრილი +23°C, 26 აპრილი +27°C.